NEWDENT

The Biggest Dental Clinics Chain in Tbilisi

GEO
ENG
ძიება
ქ-ნი თეა გზირიშვილის დაარსებულ ნიუდენტის კლინიკებში პაციენტს შეუძლია სრულად მიენდოს პროფესიონალი ექიმების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი დროის და ღიმილის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი კარიერა მივუძღვენით თქვენთვის ინდივიდუალური, კომფორტული და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების შექმნას.

ნავიგაცია

მთავარი ჩვენ თაობაზე ექიმთა გუნდი ჩვენი ოფისები ჩვენი სერვისები რჩევები სარეზიდენტო პროგრამები გადამზადების პროგრამები მასტერკლასები უპგ პროგრამები ბმულები კონტაქტი

Top 10 Dental Tips

ვრცლად

რჩევები

ვრცლად

ბავშვთა სტომატოლოგია

აუცილებელია თუ არა პატარას მოსაცვლელი კბილი ექიმმა ამოუღოს?

სასურველია, პატარას კბილი სტომატოლოგმა ამოუღოს. თუ კბილის ამოღება სახლის პირობებში მოხდა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ვეცადოთ ჭრილობა არ დაბინძურდეს. კარგი იქნება თუ ბავშვი 2 საათის განმავლობაში არ მიიღებს საკვებს. შეგვიძლია გამოვავლოთ გვირილის ან სალბის თბილი ნახარში.

რა გართულებაა მოსალოდნელი კბილის ამოღების შემდეგ და როგორ დავიცვათ ბავშვი ამისგან?

კბილის ამოღებას შესაძლოა მოჰყვეს ჭრილობის ინფიცირება, მოგვიანებით – ირგვლივ მდებარე ლორწოვანი გარსის შეშუპება და ტკივილი. თუ სარძევე კბილის ფესვი სათანადოდ არ არის გაწოვილი, სახლის პირობებში კბილის ამოღებისას, შესაძლოა ფესვი, ან მისი ნაწილი პირის ღრუში დარჩეს, ხოლო როცა კბილს სტომატოლოგი იღებს, პატარა გართულებისგან დაზღვეულია.

ოსაცვლელ კბილებზე შავი ლაქები. რისი ბრალია ეს?

რას ვუწოდებთ ლაქებს. ხშირად ეს არის ნადები, რომლის მოცილებაც სირთულეს არ წარმოადგენს. მას სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისის საშუალებით აკეთებს. თუ ლაქების მიზეზი კბილის კარიესული დაზიანებაა, აუცილებელია მისი მკურნალობა და დაბჟენა. პროფილაკტიკის ერთადერთი გზა ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა.

რა საჭიროა დროებითი კბილის მკურნალობა? ის ხომ მაინც მოსაცვლელია

მოსაცვლელი კბილის მკურნალობა, თუ ფესვები ჯერ არ არის გაწოვილი, აუცილებელია. კარიესული კბილი ინფექციის კერას წარმოადგენს, ასევე საკვების სრულფასოვანი ღეჭვისა და გადამუშავებისთვის ჯანსაღი კბილი აუცილებელია. გარდა ამისა, სარძევე კბილი ფიზიოლოგიური მოცვლის ასაკამდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა შემდგომში თანკბილვა არ დაირღვეს. ასე რომ, კარიესული დროებითი კბილის მკურნალობა აუცილებელია.

სიახლეები

11.11.2013
არქივი
შემოგვიერთდით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
2009 წელს ნიუდენტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-საბაზისო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ნიუდენტის ვებგვერდი დამზადებულია EBRD BAS ფინანსური მხარდაჭერით
Copyright © 2010 - 2014. Created by AlterGroup Consulting Solutions